მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოთხოვნას, გაუქმდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოში უნდა გაწევრიანდნენ.

“მახსოვს, 2008 წელს, ბუქარესტის ნატოს სამიტზე, ბრიტანეთის პრემიერმა, გორდონმა თქვა: “უკრაინამ და საქართველომ მიიღეს უფრო მეტი, ვიდრე მაპი. საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები” – ეს არის ის ჩანაწერი, რაც ჯორჯ ბუშმა, კაჩინსკიმ და მე, მთელი ღამე მოლაპარაკებების შედეგად გამოვგლიჯეთ მერკელს, რომელმაც დიდი კამათის მერე მოიფიქრა ფორმულირება.

​გახსოვთ, როგორ დაგვცინოდნენ პრორუსები “მაპზე უკეთესი მივიღეთო”, ახლა დღეს ხომ დადასტურდა, რომ ეს რუსეთისთვის ძალიან საშიში ფორმულირებაა.

მაპი არაა გარანტია წევრობის და არის ფორმულირება.

მე, ვინც, გადამწყვეტი როლი ვითამაშე ამ ფორმულირების მიღებაში, დღეს დილეგში პრაქტიკულად სიკვდილმისჯილი ვიმყოფები ამის გამო”,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ზალკალიანი რუსეთის საგარეო უწყებას პასუხობს: 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები