LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ელჩებზე თავდასხმა უაზრობაა, მოწამეობრივ ფიგურაზე ღადაობას არ მოვითმენთ

114
BeFunky-collage (12)

მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გამოეხმაურა გერმანიის ელჩის საქართველოში, ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, რომ ოპოზიციის ეგზოტიკური გამონათქვამებიდან მისი ფავორიტია ქეთევან წამებულთან შედარება.

მიხეილ სააკაშვილმა ამავე გადაცემაში თქვა,  რომ ამერიკის ელჩზე ან სხვა რომელიმე ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიაჩნია.

“ამერიკის ელჩზე ან ნებისმიერ სხვა ელჩზე თავდასხმა უაზრობად მიმაჩნია, იმ გაგებით, რომ ისინი არიან თავიანთი ქვეყნის პოლიტიკის მაწარმოებლები. ჩვენი ქვეყანა იმდენად “გააპუსტიაკა” ივანიშვილმა, რომ იმდენად ქვემოთ დაწია, რომ როდესაც ჩვენ ვიყავით მნიშვნელოვანი, მე შემეძლო ნებისმიერ დროს ამეღო ყურმილი, დამერეკა პრეზიდენტთან, ვიცეპრეზიდენტთან და მარტო ჩვენს საკითხებზე კი არ ვრეკავდი, უკრაინის, ბელარუსის, შუა აზიის და კუბის საკითხებზეც კი.

ახლა ვმსჯელობთ საელჩოს რომელიმე განყოფილების მოადგილემ რა თქვა იმიტომ, რომ იმის ზემოთ ვეღარ ავდივართ. ჩვენ დაგვწიეს ამ დონეზე. ამიტომ ჩვენ უცხოელებში კი არ უნდა ვეძებოთ პრობლემა, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემა იმაში, რომ საქართველო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.

ქართველებმა იციან, რომ საქართველოს ამერიკაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი არ ჰყავს: კელი დეგნანი

„სხვა რა მტკიცებულების წარმოდგენა შეგვიძლია, რომ დაგანახოთ ჩვენი ზრუნვა"

რაც შეეხება არჩევნების შედეგებზე რეაგირებას, პრაქტიკულად, კელი დეგნანმა რაც თქვა, ყველაფერი სწორად თქვა, რომ იყო ხმების მოსყიდვა, იყო დაშინება. ყველაფერი თქვა ამ ქალმა. თუ ჩვენ თვითონ არ ვმობილიზდებით, ჩვენ რა გვინდა, რომ ვიღაცა მოვიდეს და ჩვენ მაგივრად გადაწყვიტოს ჩვენი პრობლემები? ეს არ მოხდება.

რაც შეეხება გერმანიის ელჩს, გერმანია არის ჩვენი მნიშვნელოვანი მოკავშირე. გერმანიის ელჩი უნდა იყოს უფრო ფრთხილი საქართველოს ისტორიულ პერსონებზე ლაპარაკისას. გერმანიას თავისი პრობლემები აქვს, თავის ისტორიასთან მიმართებით, არ მგონია, რომ მისი გასარჩევი იყოს სარკასტულ ტონში მოწამეობრივი ფიგურა და დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც თავი გაწირა სწორედ იმის გამო, რომ საქართველო არ გაეყიდა.

მანდატებზე უარის თქმა ნიშნავს, რომ დრო სწრაფად გადის.. თამაშის დასასრულისკენ მივდივართ: კარლ ჰარცელი

ასეთ საკითხებზე თამაშს და “ღადაობას” ჩვენ არ მოვითმენთ და ამას უნდა ამბობდეს არა მხოლოდ ოპოზიცია, ან ყოფილი პრეზიდენტი, ამას უნდა ამბობდეს ჩვეულებრივად მთავრობაც. ამაზე საუბარი ნორმალურია. ჩვენ არავისი ვალი არ გვაქვს, ნამდვილად. ჩვენ ვართ თანასწორი წევრი ევროპული თანამეგობრობის. “- აცხადებს სააკაშვილი.

იმედი მაქვს და საფუძვლიანი მოლოდინიც, რომ პარლამენტის საქმიანობაში არაერთი პარტია ჩაერთვება: თალაკვაძე

ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში: ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები