LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: მაგრად “ტეხავს”… ამ პლაკატების ავტორი ვინმე მოშე კლუხარტია, ავანტიურისტი, ნაძირალა, ისრაელიდან ჩამოთრეული

105
1

“არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან? არ “გიტყდებათ”, რომ ვიღაც მოშე კლუხარტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის?” – ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და დედაქალაქში გაკრულ სიძულვილის შემცველ ბანერებს ეხმიანება.

როგორც სააკაშვილი ამბობს, პლაკატების ავტორი მოშე კლუხარტია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ისრაელიდან ჩამოიყვანა, აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს მოსახლეობას “დაასიაფანდებს”:

“მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ. როგორ შევარჩიო სიტყვები არ ვიცი, მაგრამ თქვენ იცით, რომ გამოაფინეს ისევ პლაკატები. იქ მე ვარ ცენტრში და ამ პლაკატების ავტორი არის ვინმე მოშე კლუხარტი, ვიღაც ავანტიურისტი, სრული ნაძირალა, გადამთიელი, ისრაელიდან ჩამოთრეული ივანიშვილის მიერ.

როგორ ეზიზღებით ივანიშვილს და როგორი დაბალი წარმოდგენა აქვს ქართველი ხალხის ინტელექტზე, რომ ამ აბსოლუტურ ნაგავს აძლევს უამრავ ფულს და თვლის, რომ ეს ჩვეულებრივად “დაგასიაფანდებთ”. არ გვეთაკილება, რომ ასეთი სიტუაციაა და ასე დაგვცინიან? არ „გიტყდებათ“, პირდაპირ რომ გითხრათ, რომ ვიღაც მოშე კლუხარტი, ისრაელიდან ჩამოთრეული ნაგავი, არის მთავარი გენერალი თქვენი ტვინების წინააღმდეგ ომის.

ჩვეულებრივი ტერმინებით რომ ვთქვა, მაგრად “ტეხავს” უბრალოდ და ძალიან ვწუხვარ, რომ ამ დონემდე მივედით ჩვენ ყველა. ეს საგიჟეთი უნდა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი… და წერტილი!” – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები