LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი – მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევას

130
BeFunky-collage (1)

“მივესალმები წალენჯიხაში საერთო ოპოზიციურ შეთანხმებას და საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრის, კორნელი სალიას არჩევას,” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის “ფეისბუქ” გვერდზე ვრცელდება.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია “საქართველოსთვის” წევრი აირჩიეს

“ჩვენი პარტიის წარმომადგენელი გია ხარჩილავა რჩება წალენჯიხის მერად და ითანამშრომლებს ყველა წალენჯიხელთან და ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან.

მოვუწოდებ ქართულ ბიზნესებს, მაქსიმალურად გადარეგისტრირდნენ გადასახადების გადამხდელად წალენჯიხაში, ერთადერთ ადგილას საქართველოში, სადაც “ოცნებამ” ადგილობრივი ხელისუფლების უზურპაცია ვერ მოახდინა.

მივბაძოთ ტელეკომპანია “მთავარ არხს” და მამუკა ხაზარაძეს, რომელთაც ასეთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს!”,- წერს სააკაშვილი წერილში.

მოადგილეების და კომისიების თავმჯდომარეების პოზიციებს ვთავაზობთ როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე, ოცნების წარმომადგენელს – “საქართველოსთვის” წალენჯიხის საკრებულოზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები