LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მთხოვდა, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო: გაჩეჩილაძე აღიარებს, რომ იპოდრომის აქცია დაშალა, მელია კი ამბობს, რომ მასავით სარფიანად ვერავინ ვაჭრობს

292
FORTUNA.GE-

“ვიდექით დილემის წინაშე, რა უნდა გვექნა, უნდა წავსულიყავით საშინელ სისხლისღვრასა და დაპირისპირებაზე, თუ არ უნდა წავსულიყავით და გადაგყევლაპა ის, რაც არ იყო გადასაყლაპი – მოპარული არჩევნები.” – ყოფილმა პოლიტიკოსმა გია გაჩეჩილაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წლის 23 იანვარს, იპოდრომზე გამართული მასშტაბური საპროტესტო აქცია მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების შემდეგ დაშალა.

გაჩეჩილაძე ინტერვიუში ამბობს, რომ მაშინ ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ წყნარდებოდა და არ ეგუებოდა მოპარულ არჩევნებს, იყო თვითონ, თუმცა ხალხს სისხლისღვრაზე არ წაიყვანდა და საბოლოო ჯამში, განვითარებულ მოვლენებს და შედეგს პლიუსად მიჩნევს:

“ერთადერთი ადამიანი, რომელიც არ ვწყნარდებოდი და არ ვეგუებოდი მოპარულ არჩევნებს, ვიყავი მე. დანარჩენი ყველა შეგუებული იყო, მე არ ვჩერდებოდი და მომინახეს მეგობარი, რომელმაც ძალიან მთხოვა, რომ ავსულიყავი შავნაბადაზე სააკაშვილთან შესახვედრად.

ავედით სააკაშვილთან მე და ბიძინა გეგიძე. რომ ავედი, ისხდნენ სააკაშვილი, გივი თარგამაძე, ნიკა რურუა და ა.შ. სააკაშვილი მთხოვდა, რა გავაკეთო, ოღონდ, ახლა შენ გაჩერდიო, მეტს აღარ ვიზამო, რაც მოხდა, მასეთი აღარ ვიქნებიო. მე ვუთხარი, ღირსეული პრეზიდენტი მინდა იყო, რა უნდა მინდოდეს-მეთქი. ვუთხარი არ გიჯერებ, მომეცი მთელს საქართველოზე სიხშირე, ტელევიზია გამაკეთებინე-მეთქი და კი, ბატონო, წაიღე, როგორც კი ეს ამბავი დასრულდებაო.

უბრალოდ, კენია ხო არ ვართ, მილიონი სტუმარი ჩამოდის ინაუგურაციაზე, ავტეხოთ ახლა სისხლის ღვრა, ხომ იცი, შეგვიძლია და თან ისე, რომ არავინ გააშუქებსო. კარგი, მომეცი-მეთქი, სხვა რა გზა მქონდა. გამორიცხული იყო, რომ ის ხალხი სისხლისღვრაზე წამეყვანა და წაგვეყვანა. არ წავიდოდით, ასე იყო ეს ამბავი.

საბოლოო ჯამში, იმას, რაც მოხდა მაშინ, გაცილებით პლიუსად ვთვლი და მგონია, რომ ხალხმა ის უფრო უნდა დაინახოს და შეაფასოს, ვინ კარგია მისთვის და ვინ ცუდი, რადგან გამოჩნდა საბოლოო ჯამში. ინაუგურაცია ჩაატარა თუ არა, გადამაგდო მეორე დღესვე.” – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

ინტერვიუს გავრცელების შემდეგ, გაჩეჩილაძის ამ აღიარებას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მელია ამბობს, რომ გაჩეჩილაძე დღევანდელ ოპოზიციას დასცინის და ბოლომდე არავინ იცის, თუ კიდევ რა ჯილდო მიიღო მან ამ შეთანხმებისთვის:

“2008 წლის 23 იანვარს, გრანდიოზული აქცია გაიმართა იპოდრომზე, იმ ყინვასა და თოვლში. მეც გახლდით იმ აქციის ერთ-ერთი რიგითი მონაწილე. მაშინ როგორ დასრულდა ის აქცია, ყველას გახსოვთ. ახლა კი ირკვევა, ირკვევა რა – თავად ყვება ყელმოღერებული, თუ როგორ შეხვდა ჩუმად, წინა დღეს იმდროინდელ ხელისუფლებას. სიხშირეს ამბობს, მაგრამ კაცმა არ იცის, რეალურად კიდევ რა „კანფეტები“ მიიღო ჯილდოდ. ამას ალბათ, კიდევ ერთი 13 წლის შემდეგ გაგვიმხელს…

ეს არის კლასიკური ღალატი.
ეს იგივეა, მე რომ ახლა ბიძინას შევხვდე ჩუმად და 13 წლის შემდეგ გიამბოთ…
აი, ეს კაცი დასცინის დღევანდელ ოპოზციას. ალბათ იმაზე დაგვცინის, მასავით სარფიანად ხელისუფლებასთან რომ ვერავინ ვაჭრობს დღევანდელი ოპოზიციიდან.” – წერს ნიკა მელია.

 

პოპულალურები