LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!

218

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვად თემას, “რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ, პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის გინებას ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილი წერს:

“რუსულ იმპერიალიზმთან და ოკუპაციასთან ბრძოლისას ჩვენი მედია ისტერიულ რუსულ მედიას არ უნდა დაემსგავსოს!
ჩვენ მხარეზეა სიმართლე და სიმართლის გადმოცემა საჭიროა ცივილიზებული ფორმით!
ეპატაჟი და ისტერიულობა ჩვენს საქმეს მხოლოდ დააზარალებს”- წერს სააკაშვილი.

პრემიერი: რაც R2-ზე ვიხილეთ პროვოკაციის ამაზრზენი აქტი და დესტაბილიზაციის მცდელობაა

მამუკა ბახტაძე გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში გინებას საკუთარ ტვიტერისა და ფეისბუქის გვერდზე გამოეხმაურა.

გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში ვლადიმერ პუტინის გინება პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულ ომად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წამყვანის ქმედებას მოქალაქეები უნდა გაემიჯნონ და პოლიტიკურად საშიშ პროვოკაციად შეაფასონ.

მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. არჩილ თაალაკვაძემ გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

ქარტიის საბჭოს განცხადება “რუსთავი 2-ის” წამყვანის მიერ პუტინის გინებაზე

"გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებების აქტუალობას"