“ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით ოქრუაშვილი უსამართლოდაა დაპატიმრებული.

“ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი გამბედაობა და ის რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ამით სააკაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელიც ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დღეს გამოაქვეყნა, სადაც პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას აფასებს.

მსგავსი თემები