LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი: რუსებს, რომლებიც ბინებს მასობრივად ყიდულობენ, გარანტიას ვაძლევ, ეს ბინები ჩამოერთმევათ

345
Untitled design (3)

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე რუსეთის იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში ბინებს ყიდულობენ.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებს ეს ბინები ჩამოერთმევათ, გაიყიდება, ხოლო თანხა უკრაინაში გადაირიცხება.

“იმ რუსებზე მინდა ვთქვა, ვინც ბინებს მასობრივად ყიდულობენ. საქართველოში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება შეიცვლება. საერთოდ, პუტინი რომ წააგებს ამ ომს, ბევრი ცუდი ტიპი მოშორდება მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ესენიც მოშორდებიან, მაგრამ რუსებს, რომლებიც მასობრივად ყიდულობენ ბინებს, მე გარანტიას ვაძლევ, რომ მათ ეს ბინები ჩამოერთმევათ, ეს ბინები გაიყიდება და ეს ფული უკრაინაში გადაირიცხება.

ჩვენ არ გვჭირდება რუსეთიდან მოპარული ფულით აქ ნაყიდი ბინები, არ გვჭირდება აქ რუსული ეთნიკური უმცირესობა. კიდევ კარგი, რუსული ეთნიკური უმცირესობა ჩვენ არ გვყავს. ეს ყოველთვის პირველი საბადოა რომელიმე ქვეყანაში შესვლის და კუდის მოქნევის…

ჩვენ ამათ ახლა შეგვიქმნეს 100 000-კაციანი რუსული უმცირესობა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის საბაბი არ უნდა მივცეთ.

ეს რუსები ტურისტებად იყვნენ, მათი ნაყიდი ბინები – ჩემგან მიუვათ სიტყვა – ჩამოერთმევათ. ფულს ტყუილად ნუ ხარჯავენ, ქართული სახელმწიფო ამის კონფისკაციას მოახდენს “, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში დღეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სააკაშვილის მორიგი პროცესი იმართება.

სააკაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებისას, სანთელი აანთო და თქვა, რომ უერთდება პატრიარქის მოწოდებას უკრაინისთვის საყოველთაო ლოცვაზე

მე მასამართლებენ, რატომ გადმოვკვეთე საზღვარი – სალომე ზურაბიშვილს ედავებიან, რატომ გადაკვეთა. ველოდები მე-12 დაწესებულებაში, ერთად ვიშიმშილოთ: მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მე ვეუბნები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, სრულიად უსაფრთხოდ გაგატარებთ გზას და ჩაგიყვანთ უკრაინაში, ოღონდ მოინდომეთ