LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებას ეხმაურება

76

„მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებას, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიება,“-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ოდესის გუბერნატორის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსდა.

„ ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 აგვისტოშივე მიმართა პროკურორის ოფისს, მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, მათ შორის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა (ეთნიკური წმენდა) და ომის დანაშაულებების შესახებ. სამწუხაროდ რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის ოფისს ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მათ შორის ეთნიკური წმენდის შესახებ,“-  წერს სააკაშვილი.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, შესაძლოა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოიძიოს.  საქართველოში ვითარების წინასწარი შესწავლა 2008 წლის აგვისტოში დაიწყო. შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, პროკურორმა ფატუ ბენსუდამ დაასკვნა – არსებობს “საფუძვლიანი ვარაუდი” იმისა, რომ 2008 წლის ომის დროს საქართველოში სამხედრო დანაშაულია ჩადენილი.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესებით, პროკურორმა, სრულფასოვანი გამოძიების დასაწყებად, წინასწარი წარმოების პალატის ნებართვა უნდა მიიღოს.

ფატუ ბენსუდას განაცხადის მიღების შემდეგ, მოსამართლეები, მიღებულ დოკუმენტებსა და სხვა მასალაზე დაყრდნობით გადაწყვეტენ, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება.

წინასწარი წარმოების პალატაში, რომელიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლის, ჯოის ალუოჩი (კენია), კუნო ტარფუსერი (იტალია) და პეტერ კოვაჩი (უნგრეთი) შედიან.

ამასთან, 6 ოქტომბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მასალები რუსეთიდან გამოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები