LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი უახლოეს დღეებში მიიღებს თანამდებობას: “მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მთავრობას დაეხმარება”

226
755C2AFD-BFB7-439A-A5B9-DE35880A579E-w1080-h608

უახლოეს დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობას მიიღებს. ინფორმაციას გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ვერ ვიტყვით რა პოზიციაზე დაინიშნება ის. ამაზე განცხადება თავად პრეზიდენტმა უნდა გააკეთოს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ იგი მთავრობას დაეხმარება” – ამბობს წყარო ზელენსკის ადმინისტრაციიდან.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის პოსტი შესთავაზა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტს თანამშრომლობის სხვა ფორმატი შესთავაზეს, თუმცა დღემდე არ კონკრეტდება რა თანამდებობაზეა საუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები