LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს: თინა ბოკუჩავა

147
თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, უკრაინა აუცილებლად დაიცავს მის ინტერესებს“. მისივე თქმით, უკრაინა ზრუნავს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ნებისმიერ ქვეყანაში და უკრაინის სახალხო დამცველი აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს სააკაშვილის მიმართ.

მივმართავ იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია: ლუდმილა დენისოვა

„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენსა და უკრაინულ მხარეს შორის. უკრაინა ზრუნავს თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვაზე ნებისმიერ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი, ქალბატონი დენისოვა, რომელიც რიგ შემთხვევებში პრეზიდენტ სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს, აქტიურად არის ჩართული და ძალიან ღიად საუბრობს იმ უფლებრივ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს სააკაშვილის მიმართ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოხდეს უკრაინული მხარის ინფორმირება. ჩვენი კოლეგები არა მხოლოდ უკრაინის ომბუდსმენს, არამედ სხვადასხვა აქტორებს შეხვდებიან, რათა მაქსიმალურად გავცვალოთ ინფორმაცია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.