საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

“თქვენ ხედავთ როგორ მიდის მოვლენები მათ შორის ზუგდიდში, როგორ მიმართავენ ძველ ხრიკებს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიქცეთ ბევრად უფრო შემტევად. აქეთ კი არ უნდა ვიცავდეთ თავს, უნდა მივაწვეთ ბოლომდე, უნდა შევუსრულოთ ივანიშვილს ბოლომდე ნამდვილად, ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული”- აცხადებს სააკაშვილი

გუშინ დილით ზუგდიდში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებსა და ტელეკომპანია “ოდიშის” ჟურნალისტს თავს დაესხნენ. შემთხვევა დადიანების სასახლის ეზოში მოხდა.

ასევე, გვიან ღამით ხმაური იყო ზუგდიდის საოლქო კომისიაში, საიდანაც ამომრჩევლების სიები და ბეჭდები გაიტანეს. დღეს დილიდან კომისიასთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიცია კომისიის თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინა ბოკუჩავამ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ. ამ ჩანაწერებში, მათი თქმით, “ქართული ოცნებიდან” ზუგდიდს საკრებულოს წევრი ფიგურირებს.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, არსებობს ღია მტკიცებულებები, სადაც საკრებულოს წევრი პირდაპირ ამბობს, რომ იგეგმება ყველანაირი მეთოდის გამოყენება, რომ ქართულმა ოცნებამ ზუგდიდში სასურველი შედეგი მიიღოს, რასაც მისივე განცხადებით, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სჭრიდება.

მსგავსი თემები