LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე წავა: ხათუნა ლაგაზიძე

424
ხათუნა-ლაგაზიძე

სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, ის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ მიდიოდა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი ხმა დაკარგული იყო, მასშტაბურად დაიძვრება საარჩევნო უბნებისკენ, – ამის შესახებ ექსპერტმა, ხათუნა ლაგაზიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში “ განაცხადა.

მისი თქმით, თუ „ქართულმა ოცნებამ“ სააკაშვილის საქართველოში, თუნდაც ციხეში ყოფნის პერიოდში, არჩევნების პირველ ტურში წააგო, მეორე ტურში ის კატასტროფულად დამარცხდება.

როგორც მან აღნიშნა, არჩევნებამდე დარჩენილი მომდევნო 5 დღე უმძიმესი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის დაპატიმრებას, ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს რომ ამის შემდეგ გადამწყვეტ როლს საზოგადოება ითამაშებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები