LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის დაბრუნება უკრაინას ვერ დაეხმარება: THE NATIONAL INTEREST

122
სააკაშვილი

კიევში კვლავ გიჟური პერიოდია. პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ცდილობს, 52 წლის მიხეილ სააკაშვილი დააბრუნოს უკრაინულ პოლიტიკაში და ვიცე-პრემიერად დანიშნოს რეფორმების გასატარებლად.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. მას უშრეტი ენერგია აქვს და ხანდახან სასაცილოა, მასთან არ მოვიწყენთ, წერენ უკრაინულ მედიაში.

მისი იდეები არაა ცუდი, მისი მიზანია კორუფციასთან ბრძოლა და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება, მაგრამ სააკაშვილის უკრაინული მიღწევები ძალიან მცირეა. იმის უარყოფა არ შეიძლება, რომ სააკაშვილმა საქართველოში რაღაც კარგი გააკეთა, მაგრამ მისი ხელისუფლება ციხის სკანდალში გაეხვა. 

უკრაინა არის ადგილი, სადაც ყველაფერი გაცილებით რთულადაა და სადაც სააკაშვილი უცხოელია.

2015-16 წლებში მისმა ჯგუფელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა.
სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ქალაქის საპორტო სისტემას გაასუფთავებდა, ადგილობრივი მერი გენადი ტრუალოვი გაცილებით ძლიერი აღმოჩნდა და მიხეილ სააკაშვილს საკუთარი ენერგიის კონცენტრაცია მედიისთვის საცირკო სანახაობების მოწყობაზე მოუწია, ვიდრე სისტემური რეფორმების განხორციელებაზე.

უკრაინაში მიშას ყველა ნაბიჯს შეიძლება კამერა მიჰყვებოდეს და აშუქებდეს, მაგრამ სანამ ის კარგ კადრს ქმნის ტყავის ქურთუკში და უკრაინულ ენაზე საუბრით, მისი სახელი დიდს მაინც არაფერს ნიშნავს, როდესაც საქმე ხალხის აყოლიებასა და წესების შესრულებაზე მიდგება.

თუ მიშამ ვერ გაამართლა როგორც  გუბერნატორმა, რატომ აბარებს ზელენსკი მას ქვეყნის რეფორმების განხორციელებას?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები