LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის გამოსვლამ, ალბათ, ყველას მარკესის “პატრიარქის შემოდგომა” გაგვახსენა: კობახიძე

121
1

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გუშინდელ სასამართლო პროცესზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს.

კობახიძე აცხადებს, რომ ამ გამოსვლამ ალბათ ყველას გაბრიელ გარსია მარკესის ნაწარმოები “პატრიარქის შემოდგომა” გაახსენა, რადგან კობახიძის შეფასებით, საზოგადოებამ იხილა ყოფილი დიქტატორი, რომელიც იმ ჭარბ ძალაუფლებას მისტირის, წლების მანძილზე ბოროტად რომ იყენებდა:

საკმარისზე მეტი შეცდომა მქონდა, რომელსაც ძალიან მწარედ ვნანობ – რა შეცდომებზე საუბრობს ექსპრეზიდენტი

“გამოვეხმაურები მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო სხდომათა დარბაზში, სადაც განიხილებოდა მისი მორიგი სისხლის სამართლის საქმე. გუშინდელმა გამოსვლამ ალბათ ყველას გაგვახსენა მარკესის ცნობილი ნაწარმოები “პატრიარქის შემოდგომა”.

გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების მანძილზე ბოროტად იყენებდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ გარდა იმისა – მას აქვს ჩადენილი წარსულში დანაშაულები – ის დღესაც, დღემდე, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, არის საზოგადოებრივად საშიში.

ჩვენ რომ დავუშვათ თეორიულად, რა თქმა უნდა, ეს ვერ მოხდებოდა, მაგრამ განეხორციელებინა ის გეგმა, რომლითაც ის ჩამოვიდა საქართველოში, ტრაილერით, მაცივრით პროდუქტებთან ერთად, მაშინ შესაცოდი იქნებოდა უკვე ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არის თეორიული დაშვება. ბუნებრივია, ეს ვერ მოხდებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლება დგას მოწოდების სიმაღლეზე და სისტემა მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს.” – თქვა კობახიძემ.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოება ამას არ იმსახურებს და ძველი დანაშაულებებიც აღარ განმეორდება:

“ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ამის განმეორებას არ იმსახურებს და ბუნებრივია ეს ყველაფერი, ეს დანაშაულები არც განმეორდება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ცივილიზებული, ევროპული ყაიდის საზოგადოება, რომლისთვისაც არის მიუღებელი და შეუთავსებელი ის დანაშაულები, რომელსაც წინა რეჟიმი და წინა ხელისუფლება ჩადიოდა და ჩვენ ვიმსახურებთ არსებითად სხვა ტიპის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში 2012 წლის შემდეგ.” – თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა.

სააკაშვილის მიმართვა ვრცლად, წაიკითხეთ აქ:

მიხეილ სააკაშვილი: მე ციხეში არ უნდა ვიჯდე, საერთაშორისო პრაქტიკით დაუყოვნებლივ უნდა გავთავისუფლდე

მიხეილ სააკაშვილი: მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, რომელიც მოხვდა პატიმრობაში, ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი – ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ განაჩენები

რომ ატრიალებთ 7 ნოემბრის კადრებს, დღემდე ცუდად ვიგონებ ამას… გუშინ არ გქონდათ 20 ივნისი? შეადარეთ დაკავებულთა რაოდენობა 20 ივნისს და 7 ნოემბერს – სააკაშვილი