LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის წინასაარჩევნო თამაშები თუ კიდევ ერთი „ყოფილი ნაციონალი“ – რა გეგმა აქვს საქართველოს მესამე პრეზიდენტს

224
epa06771580 Former Georgian president and ex-Odessa Governor Mikhail Saakashvili speaks during a press conference in The Hague, the Netherlands, 29 May 2018. Stateless Saakashvili called on European nations to impose sanctions on Ukrainian President Poroshenko and his inner circle, accusing them of violating his human rights. Ukrainian President Poroshenko decided to strip Saakashvili, who gave back his Georgian nationality to become Odessa governor, of his Ukrainian citizenship in July 2017, after the Ukrainian Migration Service announced he had not informed the agency he was facing criminal charges in Georgia when he applied for Ukrainian citizenship.  EPA-EFE/Remko de Waal

ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი პერიოდის, 2020-ის საპარლამენტო არჩევნების წინ, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ის ცალკე საარჩევნო შტაბს ხსნის. მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებამ გარკვეული დაბნეულობა შემოიტანა პოლიტიკურ საზოგადოებაში, ოპოზიცია-პოზიციაშიც და ექსპერტულ წრეებშიც. მან ყველასთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ პირველი მარტიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე პირად შტაბს გახსნის, რომელიც ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ახალ ხალხთან ერთად, უფრო დააჩქარებს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას და საქართველოს გადარჩენას.

ოპოზიციაში ამაზე თქვეს, რომ ეს პირადად სააკაშვილის გადასაწყვეტია, რას როგორ გააკეთებს. მათი თქმით, უკვე შემუშავებულია კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ისინი სწორედ ამ გეგმას მიჰყვებიან. ექსპერტებს კი განსხვავებული შთაბეჭდილება დარჩათ. ნაწილი ამობს, რომ ეს ფაქტობრივად, პარტიიდან წასვლა და ახალი მოძრაობის დაფუძნებაა, ზოგმა ეს ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმას შეადარა, ზოგის აზრით კი, სააკაშვილის ახალი იდეა ოპოზიციას წაადგება.

პოლიტოლოგი გია ნოდია ამ თემას, სააკაშვილის განცხადებიდან მალევე “ფეისბუქ” პოსტით გამოეხმაურა, ჩვენთან საუბარში კი მოკლედ განმარტა, რომ შეიძლება ითქვას, სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიდის. ნოდიას თქმით, მას თავისი პირადი მოძრაობის შექმნა სურს.

„ის (სააკაშვილი) ადრეც ასე მოიქცა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ. ვგულისხმობ, „ევროპული საქართველოს“ წევრების ცალკე გასვლას. სააკაშვილს, სავარაუდოდ, არ მოსწონს, როცა მას რაღაცაში არ ეთანხმებიან, შეიძლება ახლაც ასეა და პარტიის ზოგი წევრი, მისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. ამიტომაც გადაწყვიტა, პირადი მოძრაობა შექმნას“, – აცხადებს ნოდია.

პოლიტოლოგი ამბობს, რომ ბევრს მოსწონს ეს გადაწყვეტილება, რადგან ადამიანების ნაწილს პარტია და ორგანიზაცია კი არა, ლიდერი უნდა.

წელს ისინი დასრულდებიან - მიხეილ სააკაშვილი

“პირველი მარტიდან, “სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” ბაზაზე, მე ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშე. შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება […]

ექსპერტების ნაწილისთვის სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის განცხადება. მაგალითად, ვახტანგ ძაბირაძემ გვითხრა, რომ გაუგებარია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ცალკე კამპანიას იწყებს და მის დაფუძნებულ პარტიას ემიჯნება, თუ რა გეგმა აქვს. ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილი, ზოგადად, პარადოქსული ფიგურაა, რომელსაც მისი თქმით, საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

„უნდა ვთქვათ ღიად, რომ მიხეილ სააკაშვილს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხმები მოაქვს, თუმცა ვერ ახერხებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლის მობილიზებას. შეიძლება ითქვას, პირიქით, შლის კიდეც ამ ერთობას. ერთადერთი, რაც შეიძლება, სააკაშვილის განცხადებიდან, ოპოზიციას დადებითად წაადგეს, ისაა, რომ დღემდე „ქართული ოცნება“, პირადად სააკაშვილს ერთგვარ „საფრთხობელად“ იყენებდა. ამით „აშინებდა“ ამომრჩეველს, რომ მე თუ ხმას არ მომცემთ, მიშა მოვა. სააკაშვილის ამ განცხადებით, თითქოს ისე გამოდის, რომ ეს ნეგატიური ტვირთი, რაც ოპოზიციას აქვს, მოშორდება, ის სააკაშვილის აჩრდილისგან გათავისუფლდება და უფრო ძლიერი გაერთიანების შექმნას ხელს შეუწყობს“, – აცხადებს ძაბირაძე.

ის მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი ოფიციალურად პარტიას შექმნის, მას 3%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემაც არ ექნება.

კიდევ ერთი ექსპერტი – გია ხუხაშვილი კი თვლის, რომ სააკაშვილის განცხადებით ფაქტობრივად, არაფერი იცვლება. მისი თქმით, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ – ეს არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ისე­ვე რო­გორც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ – ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

„ვინც არ უნდა წა­ვი­დეს და მო­ვი­დეს პარ­ტი­ა­ში, არა­ფე­რი იც­ვლე­ბა, სა­ნამ სა­ა­კაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ლი­დე­რი. ის ინარ­ჩუნებს გავ­ლე­ნას „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე“, თუმცა ცდი­ლობს ზე­პარ­ტი­უ­ლი ელე­მენ­ტი გა­ა­ჩი­ნოს პო­ლი­ტი­კურ ტაქ­ტი­კა­ში, შიდა და გარე ჯგუ­ფებ­ზე იმუ­შა­ოს და კონ­სო­ლი­და­ცია მო­ახ­დი­ნოს. ამისთვის კი მას დისტანცირება სჭირდება“, – აცხადებს ხუხაშვილი.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, რომ ის თავისი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე პირად შტაბს ხსნის. მან თქვა, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულებისას, მათ საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე სახლის ყიდვა შესთავაზეს, თუმცა მეგობარებს და ბიზნესმენებს უთხრა, რომ მას ვილა კი არა, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა სჭირდებოდა. სააკაშვილს არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა ის საარჩევნო კამპანიას ცალკე წარმოებას, ან ოფიციალურად ორაგნიზაციის/მოძრაობის დაფუძნებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები