LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს მამა კლინიკაში წერილობითი მიმართვის შემდეგ მოინახულებს – პენიტენციური სამსახურის ცნობით, აქამდე მსჯავრდებულთან 935 ვიზიტორი იმყოფებოდა

119
ნიკოლოზსააკაშილი

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით. ასეთ განმარტებას აკეთებს პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მამამისი არ შეუშვეს.

„მიმდინარე წლის 22 ივნისს კლინიკა „ვივა-მედში“ მივიდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი და მოითხოვა მსჯავრდებულთან შესვლა. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მას განუმარტეს, რომ მსჯავრდებულის მოსანახულებლად აუცილებელია წერილობით მიმართვა.

კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიმართვის შემდეგ, ნიკოლოზ სააკაშვილი შეძლებს მსჯავრდებულ სააკაშვილის მონახულებას.

საზოგადოების სათანადო ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ მსჯავრდებული შეუზღუდავად სარგებლობს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით, რისი ნათელი მაგალითია ისიც, რომ დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულ სააკაშვილთან იმყოფებოდა 935 ვიზიტორი.

მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმამ დავით სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მამამისის მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.

პოპულალურები