LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სააკაშვილს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ ავტორიტარულ გარემოში, დარწმუნებული ვარ, უკრაინელ ხალხს არ უნდა მსგავსი ავანტიურისტი“ – კახა კალაძე

263
saakashvili

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უკრაინაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის რაიმე თანამდებობაზე დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას დააზარალებს.

„ჩვენი სახელმწიფოების ისტორია და პარტნიორობა, ჩვენი ხალხების ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკურ თანამდებობაზე სისხლის სამართლის საქმის გამო გასამართლებული პირის დანიშვნა“, – განაცხადა თბილისის მერმა უკრაინული ტელეარხის, „112 უკრაინა“ გადაცემაში ჩართვისას.

“დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა, როგორც მეგობარი ქვეყანა, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს და ვიცე-პრემიერად სისხლის სამართლის წესით გასამართლებულ პირს არ დანიშნავს. ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორია და პარტნიორობა, ჩვენი ხალხების ურთიერთობა და მეგობრობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გასამართლებული პირის დანიშვნა პოლიტიკურ პოსტზე“, – აღნიშნა კალაძემ

კითხვაზე, თუ ვის და რატომ სჭირდება უკრაინაში სააკაშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნა, კალაძემ უპასუხა, რომ „არც საქართველოსა და ქართველ ხალხს, არც უკრაინასა და უკრაინელ ხალხს არ სჭირდება სააკაშვილის მსგავსი დესპოტი და ავანტიურისტი“.

არც საქართველოს, ქართველ ხალხს და არც უკრაინას, უკრაინელ ხალხს არ უნდათ სააკაშვილის მსგავსი ავანტიურისტი და დესპოტი. ეს დაამტკიცეს უკრაინაში, როდესაც ის ოდესის ოლქის გუბერნატორად იყო დანიშნული. პროვოკაციებისა და პირადი პოლიტიკური ქულების დაწერის გარდა, მას არაფერი გაუკეთებია. რაც შეეხება იმას, თუ რა გააკეთა საკაშვილმა საქართველოში, ეს ქართველ ხალხს ჰკითხეთ და დეტალურად მოისმენთ იმ საშინელებების შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მან საქართველოში ჩაიდინა. სააკაშვილს შეუძლია იმოქმედოს მხოლოდ ავტორიტარულ გარემოში. დემოკრატიის პირობებში ის მარგინალი ხდება.  ამიტომ, უნდა დაფიქრდეს ყველა, ღირს თუ არა შეიქმნას ძალადობრივი რეჟიმი სააკაშვილის ავანტიურისტული მიზნების განსახორციელებლად. მას ყოველთვის აბსოლუტური ძალაუფლება უნდა. ეს ნიშნავს, რომ ის ყველაფერზეა წამსვლელი მის მისაღებად. თუკი უკრაინა სააკაშვილს საშუალებას მისცემს, თუნდაც ნებისმიერ თანამდებობაზე დაინიშნოს, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება“, – განაცხადა  კახა კალაძემ.

კალაძე დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ  სააკაშვილი იზრუნებს იმაზე, რომ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს რაც შეიძლება ბევრი პრობლემა შეექმნათ.

„მიმაჩნია, რომ საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც სააკაშვილი გუშინდელი დღეა, ჩვენ ყველაფერი გვახსოვს, უნდა გვახსოვდეს წარსულის გაკვეთილები, უნდა ვიაროთ წინ და არ დავიხიოთ უკან,” – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები