LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილს სხვა ძალები უდგას გვერდით, გახარიას – სხვა, მათი ბმა გამორიცხულია – შალვა ნათელაშვილი

130
შალვა ნათელაშვილი

სააკაშვილს სხვა ძალები უდგას გვერდით, გახარიას – სხვა, მაგრამ გამორიცხულია რაიმე ბმა მათ შორის, – ამის შესახებ

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიები სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის წინააღმდეგი იყვნენ და შესაბამისად, გახარია და სააკაშვილი პარტიების გარეშე კოალიციურ მთავრობას ვერ შექმნიდნენ.

ნათელაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით გახარიას გუნდის დაპატიმრება სურს.
“ეს დაჭერა, ალბათ, სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით განხორციელდება. ჯერ ეცდებიან, შეაშინონ.. რა შეშინება უნდა, ისედაც შეშინებულები არიან, გამქრალია შიშისგან, ლანდია, მერე დაიწყებენ დაჭერებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები