LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ჯადოქრობები + მოგზაურობა – ქალაქები, სადაც ახალ წელს იდეალურად შეხვდებით (ფოტოები)

815
new year's couple

საახალწლოდ ყველა ქალაქი თავისებურად ლამაზია, თუმცა ზოგიერთი მათგანი მაინც განსაკუთრებულად მშვენიერია. 31 დეკემბრის ციებ-ცხელება უკვე აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ დროა მიზნები დავსახოთ და ჩვენი ახალი წლის საღამოც დავგეგმოთ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე რჩევას გვაძლევს, თუ სად შეიძლება შევხვდეთ ახალ წელს.

მაშ ასე, ევროპის 5 ქალაქი, რომელშიც მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი და ახალ წელს განსაკუთრებით ხვდებიან, შემდეგია:

ბერლინი ?

ქალაქში უამრავი მასშტაბური ღონისძიება იმართება. ქუჩები კი ხალხითაა გადაჭედილი. ცოცხალი მუსიკა, პერფორმანსები, არტისტები, ფოიერვერკი – მოკიდეთ რამდენიმე მეგობარს ხელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებისთვის მოემზადეთ.

ამსტერდამი ?

ამ ქალაქის ვიწრო ქუჩებსა და ფერად სახლებს რაღაც ჯადოსნური ელფერი დაჰყვება, რაც მისტიკურ საახალწლო განწყობას ქმნის. გაერთობით ისე, როგორც თავად მოისურვებთ: გიჟურად და ხმაურიანად, ან რომანტიკულად და მშვიდად. მოკლედ არჩევანი თქვენზეა. (ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისები ეინდჰოვენში სრულდება. ეინდჰოვენიდან ამსტერდამამდე კი მატარებლით, დაახლოებით, 1 სთ და 30 წთ-ის გზაა).

ვენა ?

ელექტრონული მუსიკა, ვალსი, როკი, პოპი – როგორი გემოვნებაც არ უნდა გქონდეთ, ქალაქის რომელიმე ქუჩაზე აუცილებლად მიაგნებთ სათქვენო თავშესაქცევს.

პარიზი ?

რა უნდა იყოს ახალ წელს პარიზში შეხვედრაზე იდეალური? თანაც თუ საყვარელი ადამიანიც გახლავს თან.

პრაღა ?

ევროპაში ისედაც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქს თუ საახალწლო ჯადოქრობასაც დაუმატებ, გამოცდილ მოგზაურსაც მოგხიბლავს და შეგაყვარებს თავს.

შეგახსენებთ, აღნიშნულ ქალაქებში მოხვედრა ქუთაისის აეროპორტიდან მარტივადაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები