LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო სურვილები აფხაზეთიდან – რა სურთ ბავშვებს ოკუპირებული რეგიონიდან

1235
79626942-430599677815642-3549639888590602240-n

საახალწლო სურვილების სია და წერილი თოვლის ბაბუას მისამართით ბავშვების უმრავლესობას დეკემბრამდე უკვე მზად აქვს და ახალი წლის პირველ დილას საჩუქრებს ნაძვის ხესთან ელოდებიან. გეოგრაფიული ადგილების, ტერიტორიების, გარემო პირობების და ოჯახების სოციალური მდგომარეობის მიხედვით, განსხავდება სურვილებიც, თუმცა ბავშვური ფანტაზია და გულუბრყვილობა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მცირეწლოვანი ბავშვების საერთო მახასიათებელი პრინციპია.

ზოგს წითელი მანქანა უნდა დისტანციური მართვის სისტემით, ზოგსაც უბრალოდ წითელი ფერის მანქანა, რომელსაც მერე ძაფს გამოაბამს და თვითონ ატარებს. ზოგს ბარბის თოჯინების სრული კომპლექტი ურჩევნია, რომელსაც ყველა სეზონის ტანსაცმელი და შესაბამისი მოდელის ფეხსაცმელი მოჰყვება, ზოგს მხოლოდ თოჯინა უნდა, რომელსაც კაბას თვითონ შეუკერავს. და ასე შეიძლება მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად.

ქართველი ბავშვების 10 საახალწლო სურვილი

წერილი თოვლის ბაბუას აფხაზეთში ალბათ ყველა ბავშვმა დაწერა, თუმცა ჩვენ მხოლოდ რამდენიმე მათგანის ექსკლუზიურად მოპოვება შევძელით. ჩვენი თხოვნით რამდენიმე მშობელმა, რომელიც ამჟამად აფხაზეთში ცხოვრობს, შვილის სურვილების ბარათს ფოტო გადაუღო და სოციალური ქსელის საშუალებით მოგვაწოდა, ზოგმა პირდაპირ ტექსტი მოგვწერა, ზოგმაც სატელეფონო საუბარში გვითხრა.

1. ელეონორა ქვაჩახია, 5 წლის – თეთრი ბეწვის ქუდი, ყელსახვევი და ხელთათმანი.

2. მალხაზ თორდია, 4 წლის – პულტიანი გემი.

3. ალექსი ბერძენია, 8 წლის – სიჩქარიანი ველოსაპედი.

4. ბელა შუშანია, 5 წლია – სათამაშო სამზარეულო.

5. მაია გადელია, 6 წლის – პრინცესას კაბა და გვირგვინი (წითელი).

6. მარიანა შონია, 9 წლის – სათამაშო სამედიცინო ხელსაწყოები.

7. მილენა შუმოვა, 7 წლის – სამაკატი (თვითმგორავი).

8. ნინი შუმოვა, 4 წლის – თოჯინა არიელი.

9. ლუკა მირცხულავა, 9 წლის – პულტიანი მანქანა და მისი დასატენი.

10. ნინო მირცხულავა, 5 წლის – სათამაშო პიანინო და იო-იო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები