LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააპელაციო სასამართლომ საედ დუდაევის ადვოკატის სარჩელი დაუშვებლად სცნო

57

თბილისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული საედ დუდაევის ადვოკატის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ეს ნიშნავს, რომ საიდ დუდაევი პატიმრობაში რჩება და მის საქმეს სააპელაციო სასამართლო არ განიხილავს.

დუდაევის ადვოკატის, იმედა ქარქაშაძის, საჩივარი სააპელაციოში გუშინ შევიდა. მოსამართლე გიორგი მიროტაძეს საჩივრის განსახილველად 72-საათიანი ვადა ჰქონდა.

სპეცოპერაცია, რომელიც 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, 22 ნოემბერს საღამოს დასრულდა. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებსა და ტერორიზმში ეჭვმიტანილებს შორის შეტაკებას ერთი სპეცრაზმელი ემსხვერპლა, ოთხი კი დაიჭრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები