LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო სიაში შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ვიხილოთ – მე ვიქნები ბოლო ნომერი: გახარიას სამი ამოცანა

137
44

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი შევიდეს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ.

„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა…“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიის რომელი ნომერი იქნება. მისი მტკიცებით, არსებული გამოწვევების პირობებში არც მას და არც მთავრობის წევრებს არ აქვთ დრო, რომ საარჩევნო სიაზე იმსჯელონ.

“მე ვიქნები ბოლო ნომერი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის რომელი ნომერი ვიქნები. გულწრფელად გეუბნებით, ჩემი ძირითადი ამოცანაა, მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს არის, პირველ რიგში, პანდემია. ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლოთ რისკები. მეორე ამოცანა გახლავთ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ჩვენი ეკონომიკური აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში. და მესამე, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისი პირობებში წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთ არჩევნები”, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები