LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო უბნებზე დარღვევებია

46798830_10156281340657670_5820900813274349568_o

რამდენიმე საარჩევნო უბანზე მთელი საქართველოს მასშტაბით დარღვევები ფიქსირდება. ცესკოს ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი ამომრჩევლების აღრიცხვას და გარკვეული მონაცემების დამუშავებას აწარმოებდა.

ცესკო-ს სპიკერი ანა მიქელაძე აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია ისეთი მონაცემების ფოტო და ვიდეო გადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რაც საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება. მან არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან.

ანა მიქელაძემ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს გურჯაანის ერთ-ერთ უბანზე კომისიის წევრების მიერ წინასწარ იყო შემაჯამებელი ოქმი ხელმოწერილი. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა არა გურჯაანში, არამედ გარდაბნის მე-8 საარჩევნო უბანზე. მისივე ცნობით, დაიწერა საჩივარი და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული ხელმოწერილი ოქმი უბნიდან ამოიღო.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დიდუბის #29-ე უბანზე საერთაშორისო დამკვირვებელი გააძევეს უბნიდან. ცესკო აღნიშნულ ფაქტს არ ადასტურებს.