LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნოდ მიჩალიჩებენ: ძალადობაში დადანაშაულებული გიორგი გურგულია მამაკაცების უფლებების დაცვას იწყებს

495
larisa

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულ მსახიობ გიორგი გურგულიას სასამართლო პროცესი 30 სექტემბერს არის ჩანიშნული. გურგულიას მეუღლე ლარისა გიგაური ძალადობაში ადანაშაულებს.

მსახიობი 4 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

საქმეზე გამოძიება 11 პრიმა 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მომხდარის დეტალებზე სასაუბროდ „ფორტუნა“ თავად გიორგი გურგულიას ესაუბრა.

 

ყოფილ მეუღლესთან ლამაზი სიყვარულის ისტორია გაკავშირებდათ, რატომ მოხდა ოჯახური კონფლიქტი?

მეუღლემ მომაყენა შეურაცხყოფა და ტელეფონი წავართვი, რომელიც ჩემი ნაჩუქარი იყო. მითხრა, ნახე, უნდა გიჩივლოო. მე გავბრაზდი. მერე მართლა დაუწერია საჩივარი. მეზობელმა და ყოფილმა დაქალმა სისულელე გააკეთებინა. იმ გოგომ საჩივარში სისულელე ჩააწერინა. „ნაცია“ და თან რამდენიმე თვის წინ დამემუქრა, შენ ნახე, თუ არ გაგამწაროო, მითხრა. ყოფილ ცოლთან ურთიერთობა კიდევ უფრო გამირთულა.  საჩივარში დააწერინა, რომ მე ხუთი წლის წინ ბავშვის თანდასწრებით ვითომ ხელი დავარტყი. მოიგონა ეს ამბავი.  რა თქმა უნდა, ტყუილია. ამ გოგომ იცოდა, რომ ასეთი ამბები მოჰყვებოდა ჩემი ცოლის საჩივარს. საარჩევნოდ მიჩალიჩებენ, უნდათ, რომ ორი თვით მაინც ჩამსვან. „ნაციონალურ მოძრაობას“ ისედაც ვებრძოდი.
პოლიცია რომ მოვიდა, ნახა, რომ ბავშვი მე მეხუტებოდა. ორჯერ ჰყავს სულ ჩემს მეუღლეს პოლიცია გამოძახებული და ორივეჯერ პოლიცია დარწმუნდა, ჩემგან არანაირი აგრესია არ მოდიოდა. მტკიცებულებებიც არაა. შეთხზულ ამბავზე მაწვალებენ. გადავსებულია ციხეები, მეუღლის შეგინებაზე ზის უამრავი ადამიანი. ეს არასამთავრობოები, იმისთვის, რომ თავად ფული იშოვონ, არიან გამწარებულები და თან ჩასაფრებულები. ანგრევენ ქართულ ოჯახებს, მე ასე ვხედავ ამ სიტუაციას.

როგორ ფიქრობთ, არის შანსი, რომ შერიგდეთ? 

ჯერ ერთი ცოლი რომ პოლიციაში დარეკავს, ჩათვალეთ, რომ ყველანაირი ურთიერთობა დამთავრებულია. მე რა მინდა ქალთან, რომელიც ჩემს თავს დააჭერინებს. სტატისტიკა რომ აიღოთ, თუ იყო სამი მკვლელობა, გახდა 30. იმიტომ რომ ცოლი ეუბნება, დავრეკავ პოლიციაშიო, მამაკაცში ეგ უფრო დიდ აგრესიას იწვევს, ვიდრე სხვა ნებისმიერი კონფლიქტი.
იცავენ ქალის უფლებას, ბავშვის, ძაღლის, ცხოველის და მამაკაცის უფლების დამცველი არ არსებობს. ახლა გადავწყვიტე, რომ გავაკეთო ორგანიზაცია, რომელიც მამაკაცთა უფლებებს დაიცავს. ნებისმიერი ტყუილი შეიძლება დაგაბრალონ. არანაირი ექსპერტიზა არ სჭირდება და არც მოწმეა საჭირო, შეიძლება დაგაპატიმრონ არაფრის გამო.
განცხადების დაწერის მერე რა ხდება გეტყვით. ჩემს ყოფილ მეუღლეს უკან უნდოდა გამოტანა განცხადების და აუტეხეს ერთი ამბავი.
გირაო გადავიხადე 4000 ათასი, გამომიშვეს. მერე რას გააკეთებენ და რას დამადებენ ვალად არ ვიცი. 30 ივლისს დამაკავეს, 2 აგვისტომდე ვიჯექი გლდანის ციხეში. მომცეს ერთთვიანი შემაკავებელი ორდერი, რომელსაც ვადა გაუვიდა.

 

გურგულია, ამბობს, რომ მისთვის დანაშაულის ჩადენის დამტკიცებას ვერ შეძლებენ, რადგან არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ამტკიცებს, რომ ქალისთვის არასდროს დაურტყამს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები