LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საათების კონტრაბანდა – საზღვარზე 1139 მაჯის საათის მალულად გადატანას ცდილობდნენ

174
56334638_1265613716928975_2139807961621463040_o

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, ერთი პირი დააკავეს, რომელიც საბაჟო კონტროლისგან მალულად, 1139 მაჯის საათის გადატანას ცდილობდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საათების გადატანას მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით ცდილობდა.

მაჯის საათების საბაჟო ღირებულება 17 199 ლარს შეადგენს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები