LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფოების მონიტორინგი დაიწყო – რა დარღვევები გამოვლინდა კლინიკებში

585
20190301171705

ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოების კომპლექსური მონიტორინგი დაიწყო. რეგულირების სააგენტოს უფროს, ზაალ კაპანაძის განცხადებით, ამ დროისთვის 30 კლინიკა შემოწმდა და  20-მდე ოქმი დაიწერა.

დარღვევები დაფიქსირდა როგორც რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში, ისე დედაქალაქის კლინიკებში. დაახლოებით სამ შემთხვევაში დაფიქსირდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც.

„გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები, მათ შორის უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშორებით, ასევე კლინიკების სანებართვო და სალიცენზიო პირობებთან დაკავშირებით, უნებართვო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით”- განაცხადა კაპანაძემ

მონიტორინგის ფარგლეში, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ქვეყნაში რეგისტრირებული ყველა სამედიცინო დაწესებულება შემოწმდება.

„რეგისტრირებულია 2 800-მდე სამედიცინო დაწესებულებაა. ხდება მათი დიფერენციაცია, 300-ზე მეტი სტაციონარული ტიპის დაწესებულებაა, რომელიც ვალდებულია აკმაყოფილებდეს სანებართვო-სალიცენზიო პირობებს. თუ რა ვადებში დასრულდება შემოწმება, კონკრეტულ ვადებზე საუბარი ამ მომენტში არ შემიძლია,“-განაცხადა კაპანაძემ.

მონიტორინგის მიზანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო და გარისხიანი სამედიცინო მოსმახურების გაწევაა. უწყება აქტიურ ჩათვას გეგმავს ხარისხი მართვის პორცესშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები