სოციალურ ქსელში გავრცელდა თბილისის ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღისა და მშობლის მიმოწერა, სადაც საბავშვო ბაღის წარმომადგენელი მშობელს აწვდის ინფორმაციას, თუ მხოლოდ რომელი სოციალური ფენისა და წარმომავლობის ოჯახის შვილებს შეუძლიათ ბაღში ჩარიცხვა.

როგორც მიმოწერიდან ირკვევა, ბაღი ძირითადად ორიენტირებულია უცხოელ ოჯახებზე, თუმცა, ისინი ემსახურებიან ასევე VIP ქართველ ოჯახებსაც, რაც იქვე აქვს განმარტებული ანუ ცნობილ და ეკონომიკურად შეძლებულ ქართულ ოჯახებს.

სოციალურ ქსელში ამ მიმოწერას უარყოფითი კომენტარები მოჰყვა და ბაღის ადმინისტრაცია მომხმარებლებმა დისკრიმინაციულ მიდგომაში დაადანაშაულეს.

 

ქეთი გიგოლაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები