LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბჭოთა კავშირის დანგრევა კატასტროფა იყო – ბექა ნაცვლიშვილი

272
20190716160008

ბექა ნაცვლიშვილმა ევროკავშირში ლეგალურად დასაქმების პროგრამა გააკრიტიკა და საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის განსხვავებული მოდელის შემუშავება და განხორციელება შესთავაზა. ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რომელზეც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ბექა ნაცვლიშვილმა, დავით ზალკალიანს მიმართა.

მისი მოდელის სისწორის გასამყარებლად დამოუკიდებელმა დეპუტატმა ისტორიიდან საბჭოთა კავშირის დანგრევის პერიოდი გაიხსენა და ამ მოვლენას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებლების „ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა.

საბჭოთა კავშირი როდესაც დაინგრა, ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო ჰუმანიტარული კატასტროფა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის იმიტომ, რომ დაგეგმითი ეკონომიკიდან ძალიან სწრაფად გადავედით საბაზრო ეკონომიკაზე და რა თქმა უნდა, ადამიანებმა ამას ფეხი ვერ აუწყვეს. შესაბამისად, ჩვენ ვიმყოფებით იგივე ტრაგიკულ და კატასტროფულ მდგომარეობაში, როგორშიც 30 წლის წინ. რაც არ უნდა ერთმანეთს ვატყუოთ, რომ შუშის შენობები გვაქვს და ა.შ. ვიცით, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის არის ძალიან მძიმე.

თუ გახსოვთ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკის ხელისუფლებამ ევროპაში გადაწყვიტა ე.წ. მარშალის გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობდა იმას, რომ ეს იყო ერთგვარი შეკავების პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.

საბჭოთა კავშირი თავისი ტენდენციით ვითარდებოდა, ევროპა დანგრეული იყო თითქმის, იზრდებოდა საბჭოთა კავშირის მიმართ სიმპათიები. ამერიკამ გადაწყვიტა ეს შეეჩერებინა, განეხორციელებინა მარშალის გეგმა, რაც ევროპას ფეხზე დააყენებდა. დაახლოებით, რუსეთის შეკავების თვალსაზრისით, უპრიანი იქნებოდა, იგივე ევროკავშირს განეხორციელებინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში). თუ ასეთი გეგმა განხორციელდება, რამდენად არის მთავრობა ამისთვის მზად, რადგან ამას სჭირდება ძალიან პასუხისმგებლიანი და ქმედითი მთავრობა. რამდენად გაქვთ თქვენ ასეთ ნაბიჯებზე კომუნიკაცია, რომელიც უფრო კომპლექსური იქნება და არა ის საგზაო რუკა, რომელზეც ისაუბრეთ.

კვალიფიციური კადრები ჩვენგან სხვა ქვეყნებში მიდიან და იქ რჩებიან, რაც ჩვენს ეკონომიკას აკლდება. თქვენ სიამაყით აცხადებთ, რომ კიდევ უფრო უწყობთ ამას ხელს, რადგან თუ ამ ადამიანებს მივცემთ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობებს, მაშინ მათი მოტივაცია, დატოვონ ქვეყანა, გაიზრდება. ეს იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო აპირებს მთლიანი ეროვნული შიდა პროდუქტის (ეშპ/მშპ/GDP) 6% დახარჯოს განათლებაზე. ეს ავტომატურად გულისხმობს, რომ მეტი კვალიფიკაცია ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს; უფრო მეტი კვალიფიციური ადამიანი გვყავდეს, რომელიც აქ სამსახურს ვერ იშოვის, შემდეგ კი უცხოეთში წავა და იქ დასაქმდება. ჩვენ ხომ განვითარებადი ქვეყანა ვართ? რატომ უნდა ვაფინანსებდეთ სხვა ქვეყნების ეკონომიკას, ამ ლოგიკით? თუ კვალიფიკაციას ვაძლევთ, უნდა ვქმნიდეთ ისეთ სამუშაო ადგილებს, რომ ეს ადამიანები აქ რჩებოდნენ. რამდენადაა თანხვედრაში ეს ორი ტენდენცია,” – ასეთი შესავალითა და კითხვით მიმართა ნაცვლიშვილმა მინისტრობის კანდიდატს.

 

“სსრკ-ს დაშლა საუკუნის უმსხვილესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო” – ვლადიმირ პუტინი (2005 წ).

 

„ჩვენ არავის ვუბიძგებთ, რომ ქვეყანა დატოვოს“, – ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზალკალიანმა კითხვას ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით.

“ჩვენი უამრავი თანამემამულე, – არა მხოლოდ ისინი, ვინც თქვენ აღნიშნეთ, ვინც მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან და წასულები არიან ევროპის თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და იქ არიან დასაქმებულები – არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც არალეგალურად მიდიან და იქ არ აქვთ ლეგალური ყოფნის საშუალებები. ესეც ხომ ჩვენი მოქალაქეები არიან? ხომ შეიძლება მათთვის გამოვიყენოთ ეს პროცესი? რათა იქ, ზოგიერთ ქვეყანას, რომელსაც აქვს მოთხოვნადი პროცენტი, მაგaლითად, შემდუღებლები, მედდები, ის ადამიანები, ვინც მომსახურების სფეროში მუშაობენ… მოთხოვნა არის ამ სპეციალობებზე და რატომ არ შეიძლება მოხდეს მათი შესაბამისი გადამზადება და მათი ლეგალურ ჩარჩოებში მოთავსება, რატომ არის ეს პრობლემა” – განაცხადა ზალკალიანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები