LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით საქართველოდან ფრენა დაინიშნა

200
newyork-athens-rome-cheap-vacation-main-1421347601-Ckpa

საქართველოდან საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებით ჩარტერული ფრენა დაინიშნა. ინფორმაციას „ავიაქსელი“ ავრცელებს.

საბერძნეთის მიმართულებით, კერძოდ თბილისი-ათენის სამარშრუტო ხაზზე ფრენა 23 ოქტომბერს შედგება. რაც შეეხება იტალიას, თბილისი-რომის ავიარეისი 25 ოქტომბერს შესრულდება. ფრენებს ავიაკომპანია Myway Airlines განახორციელებს.

შეგახსენებთ, საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის საქართველოს ცა 1-ელ ნოემბრამდე ჩაკეტილია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შესაბამისი ნოტამის მიხედვით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება სამ მიმართულებაზე: მიუნხენი, პარიზი, რიგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები