LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთის გამორჩეული კუნძულები დასვენებისთვის

299
cover (1)

ცხელი  დღეების გასატარებლად საბერძნეთი ერთ ერთი პოპულარული და საინტერესო მიმართულებაა. ეს ქვეყანა მრავალფეროვანი სანაპიროებით, კუნძულებითა და ისტორიული სანახაობებით გამოირჩევა. თუმცა არის გამორჩეული კუნძულები,რომლებიც ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს ვიზიტორებში. “ბონ ვოიაჟის” მათ სანახავად გეპატიჟებათ.

მიკონოსი

კლდეებზე შეფენილი თანამედროვე სასტუმროები და ვილები,ზღვის საოცარი ხედები და ხმაურიანი ღამის ცხოვრება-ეს მიკონოსია. საბერძნეთის კუნძულებს შორის მიკონოსი ყოველთვის გამორჩეულ ადგილს იკავებდა. მას „ქარების კუნძულსაც“ უწოდებენ რადგან გასათვალისწინებელია, რომ აქ ყოველდღიური ქარი ჩვეულებრივი მოვლენაა. კუნძული ამის გამო მდიდარია ქარის წისქვილებით. კოსმოპოლიტური მიკონოსი ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს. ზაფხულში ის ერთ დიდ კლუბად იქცევა ეგეოსის ზღვაზე. ამ მხრივ გამოირჩევა Super Paradise-ის პლაჟზე გამართული ღამის წვეულებები. მიკონოსის ყველაზე მიმზიდველი ადგილი ალეფკანტრაა, რომელსაც პატარა ვენეციას უწოდებენ. ეს ადგილი ცნობილ იტალიურ ქალაქს მოგაგონებთ. ასევე მოინახულეთ ფოლკლორის მუზეუმი.

მილოსი

კუნძული თვალწარმტაცი, ფართო სანაპიროთი, რომელიც მდებარეობს სოფელ აგიოს ნიკიტასის სამხრეთით. კუნძული ყველა მხრიდან გარშემორტყმულია კლდეებითა და ბორცვებით. მისი იზოლირებული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე აქ საოცარი სიმყუდროვეა,ამიტომ სანაპიროზე ვიზიტი განსაკუთრებით მოეწონება მათ, ვისაც უყვარს განმარტოებული შვებულება. კუნძულზე 70 პლაჟია და ყველა ზღაპრული და სუფთაა. გაითვალისწინეთ, რომ ზაფხულის განმავლობაში აქაურობა უდაბნოს ემსგავსება და ძალიან ცხელა.

როდოსი

ეს კუნძული იდეალური ადგილია  სიმშვიდისა და ამავდროულად თავგადასავლების მაძიებლებისათვის. მისი სახელი უკვე ხაზს უსვამს ადგილის სილამაზეს. მწვანეში ჩაფლული ოქროსფერი პლაჟები მას ნამდვილად გამორჩეულ ადგილად აქცევს დედამიწაზე. როდოსი ერთდროულად კოსმოპოლიტური და ტრადიციულია. აქ ისტორიულ ძეგლთა მრავალფეროვნებას წააწყდებით. აქვეა აღმოჩენილი ვენერას ცნობილი ქანდაკება, რომელიც ლუვრშია დაცული. როდოსის არქეოლოგიურ მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ დოდეკანის კუნძულებზე აღმოჩენილი სკულპტურები, ქანდაკებები, კერამიკა და სხვა არტეფაქტები. ულამაზესი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძულს მილოების ოჯახის  პირველი მკვიდრის სახელი ჰქვია. 70-ზე მეტ ყურე და უამრავი გამოქვაბული თქვენს თავგადასავალს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

კრეტა

კრეტა თამამად შესაძლოა ითქვას საბერძნეთის ყველაზე დიდი და საოცარი კუნძულია. კუნძული, სადაც ზევსი დაიბადა და მინოტავრი ბინადრობდა. კუნძული, სადაც ევროპის უდიდესი მთის კანიონი მდებარეობს. მას სამი ზღვა აკრავს: კრეტის, იონიისა და ლიბიის არაჩვეულებრივი პლაჟებით. სანახაობები ხანიადან უნდა დაიწყოთ,რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრია. უნიკალური უძველესი არქიტექტურა, გამორჩეული სანაპიროთი, მდიდარი კულტურული ცხოვრება, თეთრი მთები და სამარიის კანიონი-ეს ყველაფერი ხანიას საკუთრებაა. მოინახულეთ ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე იანიჩარის მეჩეთი,ციხე ფირკასი, წმინდა ფრანცისკის ეკლესია დიდგვაროვანი ვენეციელების შემონახული ვილები და სასახლე რენიერი. სამარიას ხეობა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კანიონია ევროპაში. ამ კანიონის სანახავად ერთი სრული დღე უნდა გამოყოთ და ნამდვილად არ ინანებთ. არ გამოგრჩეთ დიქტის მღვიმე. საინტერესო ფაქტია ის, რომ საბერძნეთში 8 500 მღვიმეა და აქედან კრეტაზე 3 000 მათგანი მდებარეობს.

 ჰიდრა

ეს კუნძული ბოჰემური ცხოვრების სტილით გამოირჩევა.ცნობილი მუსიკოსის ლეონარდ კოენის შთაგონების წყაროდ ქცეული კუნძული სიმშვიდისა და ჰარმონიის შერწყმაა. მანქანებისგან სრულიად თავისუფალი კუნძული ნამდვილი დასვენების გარანტიაა. ხელმისაწვდომია მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტი ბორნებისა და საბორნე ტაქსის სახით. კუნძული სიმწვანით არ გამოირჩევა, თუმცა მისი პორტი და სანაპირო ზოლი ნამდვილად ღირს სანახავად. აქვე აღსანიშნავია,რომ ჩამოთვლილ კუნძულთაგან ჰიდრა ყველაზე ბიუჯეტურია.