საბერძნეთმა Gucci-ის აკროპოლისის გამოყენებაზე სასტიკი უარი უთხრა. ხელისუფლების აზრით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთან მოდის ჩვენების გამართვა მიუღებელია. იტალიური მოდის სახლი გეგმავდა გრანდიოზული დეფილეს მოწყობას, რომელსაც 300-მდე სტუმარი დაესწრებოდა და შოუს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აჩვენებდნენ. ბრენდი მზად იყო, რომ კულტურული ძეგლის პატივისცემის ნიშნად საბერძნეთისთვის 2 მილიონი ევრო გადაერიცხა. ამ თანხას ქვეყანა ისტორიული ძეგლის სარესტავრაციოდ გამოიყენებდა. თუმცა, საბერძნეთი ვერც ამ შემოთავაზებამ ვერ მოხიბლა.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აკროპოლისი არის მსოფლიოს მემკვიდრეობა, რომელიც კაციობრიობის საკუთრებაა და კომერციული შეთანხმებების დადება დაუშვებელია.

 

მსგავსი თემები