LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად შენობა ჩამოინგრა

196
pjimage-9

საბერძნეთში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ განმეორებითი ბიძგების დროს ორი შენობა დაინგრა. ჩამონგრევის დროს ორივე შენობა ცარიელი იყო. ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს

მიწისძვრამ დედაქალაქში შენობების დაზიანება გამოიწვია. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბიძგების დროს 170 წლის პარლამენტის შენობას ბზარები გაუჩნდა.

მიწისძვრის დროს ათენის სხვადასხვა უბანში ასობით ადამიანი ლიფტებში გაიჭედა, თუმცა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ყველა მათგანი უსაფრთხოდ გამოიყვანეს. დაფიქსირდა მსუბუქად დაზიანების რამდენიმე შემთხვევაც.

საბერძნეთში 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 19 ივლისს მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები