LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბურთალოზე დათვს კვლავ ეძებენ

352

საბურთალოზე დათვს კვლავ ეძებენ. რადიო „ფორტუნას“ ცხოველთა მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა, თემურ ფხალაძემ განუცხადა, რომ დღეს ბელი აღარავის შეუნიშნავს, თუმცა ცხოველის ძებნა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კვლავ გრძელდება.

ფხალაძის თქმით, ზარი უწყებაში წუხელ, დაახლოებით 12-ის ნახევარზე შევიდა. ბელს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, ინფორმაცია გადამოწმდა ზოოპარკთან და იპოდრომის ტერიტორიაზე მდებარე მოსიარულე ცირკთან, ზოოპარკში ყველა დათვლი ადგილზეა, ცირკს კი ბელები საერთოდ არ ჰყოლიათ.

თემურ ფხალაძის განცხადებით, თუ ბელს მიაგნებენ, მას დააძინებენ და მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები