LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროების შემთხვევაში, საქართველოსთვის $280-მილიონიანი დაფინანსება გამოიყოფა – მთავრობას ბიუჯეტის დაკორექტირება მოუწევს?

63
სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოსთვის ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა.

ქვეყნისთვის საჭიროების შემთხვევაში $280-მილიონიანი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს.

სამწლიან პროგრამას თან ახლავს მემორანდუმის მუხლები, რომელთაც ხელს საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი აწერს. მემორანდუმით განსაზღვრულია პირობები, რომელთაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

მათ შორის საუბარია საგარეო ვალის ნიშნულის მშპ-ს 45%-მდე შემცირებაზე 2022 წელსვე და 2023 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტის 3%-მდე შემცირება.

მემორანდუმის მუხლებში საუბარია მოწყვლადი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის გაზრდაზეც, რისთვისაც მთავრობა 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებას მოახდენს.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობა მიიღებს ახალ პროგრამას, რომლის ბიუჯეტიც ქვეყნის მშპ-ის 0.2 იქნება და რომელიც შემწეობის მიმღებ ოჯახებს ბენეფიტებს გაუზრდის. ასევე ნათქვამია, რომ ფერმერებს სახელმწიფო სასუქების ვაუჩერებს დაურიგებს. ამ პროგრამების ბიუჯეტი დაახლოებით 130 მილიონი ლარი იქნება.

„მსოფლიო სასაქონლო ფასების მკვეთრი ზრდისგან მოწყვლადი და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის დასაცავად, ჩვენ მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას, რათა დავეხმაროთ მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს, რომელთაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.

ასევე დავარიგებთ სასუქების ერთჯერად ვაუჩერებს სოფლად მცხოვრები იმ ფერმერებისთვის, რომლებსაც საკუთარი თავისთვის მოჰყავთ მოსავალი. ორივე ზომა 2022 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტის ზომის იქნება,“- ნათქვამია მემორანდუმის მუხლში, რომელსაც ხელს საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აწერენ.

მემორანდუმის მუხლებში საუბარია ასევე სახელმწიფო საწარმოების რეფორმის გაგრძელებაზე და ენერგეტიკაში PPA მექანიზმის ჩამნაცვლებელი მოდელის მიღებაზე, რომელმაც ამ სექტორში მდგრადი ინვესტიციები უნდა უზრუნველყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები