LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 4 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

67
imedinews-9

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 4 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა განაცხადა. მიხეილ ქამუშიძემ აღნიშნა, რომ პასუხები ცოტა ხნის წინ მიიღეს და ოთხივე უარყოფითი იყო.

როგორც ცნობილია, ამ პაციენტებიდან სამი თვითდინებით მივიდა კლინიკაში, მეოთხე კი სასწრაფომ კლინიკაში მაღალი ცხელებით გადაიყვანა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პირებს, რომლებიც საჩხერის სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებულები, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები