LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩხერის სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებულ სკოლებს შორის მოხვდა

131
სდფგჰჯკ

საქართველო მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა. აღიარება საჩხერის მეორე საჯარო სკოლამ მოიპოვა, რომელმაც სკოლაში დანერგილი ინოვაციური მეთოდების საფუძველზე მიიღო. სკოლის დირექტორის თქმით, პროფესიულ სწავლებასთან ერთად საუკეთესო სკოლების ასეულში მოსახვედრად, ინოვაციური მიდგომები, უცხო ენების საგნების სწავლების ეფექტიანი მეთოდები დაეხმარათ.

ლიკა გომართელი:

”ვფიქრობ, რომ სავსებით დამსახურებულად მივიღეთ ჯილდო. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში გავაკეთეთ „მშობელთა სკოლა“. მშობლებს, სხვადასხვა თემატიკაზე ტრენინგ-სემინარები უტარდებათ. გარდა ამისა, მოსწავლეებს გლობალური მიზნების მიღწევის გზებს ვასწავლით. ამის გარდა, უამრავ სხვა პროექტს ვახორციელებთ”.

საერთაშორისო კონკურსი „მსოფლიო განათლების კვირეული“ ონლაინრეჟიმში 5-9 ოქტომბერს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები