LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჩუქარი „ნოვასგან” – სამშენებლო მასალების შეძენა 13%-იანი ფასდაკლებით შეგიძლიათ

206
ნოვა 13 წელი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანია ნოვა 13 წლისააიუბილესთან დაკავშირებით „ნოვა“ – თბილისის და ბათუმის შოურუმებში- 8, 9 და 10 ნოემბერს მომხმარებელს 13%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. აქცია ვრცელდება როგორც „ნოვას“ წარმოებულ 200-ზე მეტ პროდუქტზე, ასევე 10 000-ზე მეტი დასახელების იმპორტირებულ სამშენებლო-სარემონტო მოსაპირკეთებელ მასალაზე.

შეგახსენებთ, „ნოვას“ ისტორია 2006 წლის 8 ნოემბერს პროდუქციის იმპორტით დაიწყო და 2011 წლიდან  წარმოების ხაზების განვითარებით გრძელდება. „ნოვა“ თბილისსა და ბათუმში ფლობს საგამოფენო დარბაზებს და აწარმოებს: მეტალოკრამიტს, პროფილირებულ ფენილს, გოფრირებულ სასახურავე მასალებს და წყალსაწრეტ სისტემებს; თაბაშირ-მუყაოს პროფილებს და აქსესუარებს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის არმირების პროფილებს, სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანებს; პოლიეთილენის წყლის ავზებს, საგზაო ბარიერებს.

ნოვა 2013 წლიდან  ISO 9001 ხარისხის მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო  სერთიფიკატის მფლობელია. კომპანიაში 330 ადამიანია დასაქმებული.

„მადლობა, 13 წლიანი ერთგულებისთვის! თქვენ ირჩევთ ქართულს და ჩვენ გვაძლევთ მოტივაციას შევქმნათ მეტი ქართული პროდუქტი!“,- აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები