LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საცივი და ბოზბაში არ წყვეტს, კაცი როცა ქალს იცნობს, მასში ცოლს არ ხედავს, მასში ვნებას ხედავს“ – კესარია აბრამიძე წყვილების პრობლემებზე

1510
კესოოოოაბრამიდზე

კესარია აბრამიძე აცხადებს, რომ სხვისი ოჯახი „შემონგრევია“ და ცოლიან კაცთან ცხოვრების გამოცდილებაც აქვს.

„მე ამ თემაზე არასოდეს მისაუბრია, ვიყავი რამდენიმეწლიან ურთიერთობაში, 8 თვის მერე გავიგე რომ ცოლი ჰყავდა, შესაბამისად ვერაფერი ვერ მოვიმოქმედე და დავრჩით ესე ურთიერთობაში. არ ურეკავდა ცოლი, არც ფოტოები ედო სოციალურ ქსელში, ძალიან ცნობილი ტიპი იყო ბიზნესის სფეროში. კვირაში ერთხელ მიდიოდა სახლში, ვიცოდი რომ ბავშვები ჰყავდა“ – ამბობს კესარია გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“.

ის ასევე წყვილების პრობლემაზე საუბრობს და ფიქრობს, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთთან არ არიან გახსნილები, საიდანაც იწყება პრობლემები.

„წყვილი ხშირ შემთხვევაში არ არის იმ დონეზე გახსნილი, არის მამაკაცები, რომლებსაც აქვს სხვა სექსუალური ფატაზიები და ცოლს ვერ აკადრებენ. არსებობს ბევრი ფეტიში და გამიგია, რომ ესეთ ტიპებს ჰყავთ საყვარლები ან ნაშები, ცოლებთან ამ ყველაფერს არ აკეთებენ. ცოლები ხშირ შემთხვევაში თითქმის არ იცნობენ ქმრებს, მათ შინაგან სამყაროს, მოთხოვნილებებს. ჰარმონია უნდა იყოს ერთმანეთში. საცივი და ბოზბაში არ წყვეტს, კაცი როცა ქალს იცნობს, მასში ცოლს არ ხედავს, მასში ვნებას ხედავს. მარტო კარგი მზარეული არ არის საჭირო“ – ამბობს კესარია აბრამიძე და ამატებს, რომ საყვარელი ადამიანისთვის შურისძიების მოტივით უღალატია, თუმცა ახლა იგივეს არ გაიმეორებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები