LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ამზადებენ საუკეთესო მწვადს – 7 ქვეყანა

2360
IMG-5484

მწვადი – ჩვენი სიამაყე, ჩვენი საყვარელი კერძი, მის გარეშე ნამდვილი სუფრა წარმოუდგენელია, ერთგვარი სავიზიტო ბარათი, თუმცა…
მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც მწვადი წარმოუდგენლად გემრიელია. თანაც ყველა ქვეყანაში მისი მომზადების თავისებურობა არსებობს.

 

ბუენოს აირესი, არგენტინა

ამ ქვეყანში ასადორს ეძახიან სპეციალურ ადამიანს რესტორანში, რომელიც მხოლოდ ხორცის ნახშირზე შეწვით არის დაკავებული. ის ანთებს ცეცხლს, აკონტროლებს ტემპერატურას და თითქმის არ შორდება წვის პროცესს.

მონტევიდეო, ურუგვაი

ახლოსაა არგენტინასთან, მაგრამ მწვადს აქ სულ სხვანაირად ამზადებენ. აქ საქონლის ყველა ნაწილს იყენებენ. ყველაფერი მზადდება ნატურალურ შეშაზე და ღია ცხაურაზე პირდაპირ მაგიდებთან ახლოს.

ფლორენცია, იტალია

ფლორენციულ მწვადს bistecca alla fiorentina ქვია. მის დასაგემოვნებლად ტურისტების მთელი ჯგუფი დაყავთ. ის ცხელ ნახშირზე მზადდება და მზარეულისგან ყოველწამიერ ყურადღებას საჭიროებს. ჩვეულებრივ მწვადთან ნივრის სოუსი მიაქვთ, რაც განსაკუთრებულ პიკანტურობას მატებს.

უბუდი, ბალი, ინდონეზია

მწვადს სპეციალურ ორმოებზე წვავენ. როგორც წესი, ამ წმინდა საქმიანობით თავად რესტორნის მფლობელია დაკავებული. ღორის ხორცს უმატებენ ბრინჯს, მწვანე ლობიოს და სანელებლებით აზავებენ.

იერკი, იამაიკა

ხორცს აზავებენ ძალიან, ძალიან მწარე წიწაკასთან და ყველანაირ საკაზმთან. მარინადს ციტრუსების წვენს უმატებენ. ამ სიმწარეს ბევრი ვერ უძლებს, მაგრამ ვისაც უყვარს უბრალოდ აღმერთებენ.

სატაი, ტაილანდი

ნებისმიერ ხორცს არჩევენ. აი მარინადი კი ტრადიციულია: ქოქოსის რძე. ეს კერძს თავისებურ გემოს მატებს. სოუსში უმატებენ არაქისის ზეთს. ხორცი ნოყიერი ხდება და ტურისტს ერთი პორცია დიდხანს ყოფნის.

კახეთი, საქართველო

ჩვენი ქართული, კახური მწვადის გარეშე ეს საქმე ვერაფრით იქნება. მთავარი რა თქმა უნდა ხორცია. ის უნდა იყოს ახალი, ახალგაზრდა საქონლის. ნაჭრებს თანაბრად ანაწილებენ შამფურზე და წვავენ ნახშირზე და არა ღია ცეცხლზე. იიფ…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები