LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად ცხოვრობს ყველაზე ზარმაცი ხალხი? – ამერიკელი მეცნიერების კვლევა

370

ამერიკელმა მეცნიერებმა, მსოფლიოს მასშტაბით, ხალხის სმარტფონებიდან ინფორმაცია შეისწავლეს, იმის გასაგებად, რამდენად აქტიურად ვცხოვრობთ.

სტენფორდის უნივერსიტეტმა, 68 მილიონი დღე-ღამისა და 700 000 ადამიანის მონაცემები შეაჯამა, რამაც აჩვენა, რომ ყოველდღიურად ადამიანები საშუალოდ, 4,961  ნაბიჯს დგამენ.

ანონიმური მონაცემები მეცნიერებმა Argus–ის აპლიკაციიდან აიღეს.

 

ყველაზე აქტიური და პასიური ქვეყნები

მეცნიერებმა 46 ქვეყნის მონაცემები შეისწავლეს შეაჯამეს.

ჰონგ-კონგი, ამ სტატისტიკით ლიდერია. აქ ადამიანები საშუალოდ დღეში 6,880 ნაბიჯს დგამენ, რაც დაახლოებით, 6 კილომეტრია.

ინდონეზია კი აქტიური სიის ბოლოშია (საშუალოდ 3,513 ნაბიჯი დღეში)

ჰონგ–კონგის შემდეგ, მეორე ადგილზე ჩინეთია. სამეულში ასევე შედის იაპონია.

ხუთეულში კი იაპონია და ესპანეთიც მოხვდნენ.

კვლევაში საქართველოზე საუბარი არ არის.

 

დღის პერიოდები, როცა მსოფლიოში ხალხი ყველაზე აქტიურია

კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ხალხის ფიზიკური აქტიურობა პიკს საღამოს 7 საათისთვის აღწევს.

მეცნიერი სკოტ დელფი ამბობს, რომ ეს ნაშრომი, 1000-ჯერ უფრო დიდი და ყოვლისმომცველია, ვიდრე აქამდე ჩატარებული სხვა კვლევები.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები