LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად დაფიქსირდა საქართველოში წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა

384

2017 წლის ცხელი ზაფხულის რეკორდი მოხსნილია. გარემოს ეროვნულ სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის აგვისტოს პირველ ნახევარს, ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი, დასავლეთ საქართველოში +40.40C – ქუთაისში დაფიქსირდა, აღმოსავლეთში – +39.80C თბილისში.

რაც შეეხება ივლისის მონაცემებს, თვის განმავლობაში, საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი იყო, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ევროპის სამხრეთი და ცენტრალური რაიონებიდან თბური ტალღის გავრცელებამ განაპირობა.

ივლისში ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი დასავლეთ საქართველოში – ზესტაფონში +39.7ºC დაფიქსირდა, აღმოსავლეთში – ლაგოდეხში +39.0ºC.

თბილისში 1881 წლიდან დღემდე 2017 წლის ივლისი, სითბოს მიხედვით  მეოთხე იყო 2000, 1882 და 2010 წლების შემდეგ. თვის საშუალო ტემპერატურამ +26.7ºC შეადგინა.

სინოპიტკოსები ამბობენ, რომ ყველაზე ცხელი დღეები უკვე გადავლახეთ და დღეიდან ტემპერატურის კლებას უნდა ველოდოთ.