LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გააგრძელებს საქმიანობას სერგეენკო და ვინ ჩაანაცვლებს მას, ცნობილია

409
64349338_196854767898308_1426418523730608128_n

დავით სერგეენკო საქმიანობას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გააგრძელებს და ის მამუკა ბახტაძის მრჩევლად დაინიშნება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე ინიშნება.

„როგორც შეგპირდით, ქართული მედია ხართ პირველი, რომელიც შეიტყობთ ჩვენი საკადრო გადაადგილებების შესახებ. დღეს ჩვენ გვაქვს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დავით სერგეენკო დაინიშნება ჩემს მრჩევლად და ჯანდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს ეკა ტიკარაძე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობს. 2015 წელს კი, ის დირექტორის პოსტზე თავად სერგეენკომ წარადგინა.

შეგახსენებთ, 2012 წლამდე, დავით სერგეენკოც საჩხერის რაიონული საავადმყოფოს გენერალური დირექტორი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები