LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გაიყიდება ქართული მანდარინი წელს?

1617
e0adc73e11e7f3426248a3b0c0420113-XL

ქართული ციტრუსი და განსაკუთრებით მანდარინი, ყოველთვის დიდი მოთხოვნით სარგებლობდა როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ასევე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთის ფედერაცია იყო,  თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მეზობელ სახელმწიფოს, რომლებიც თავის დროზე ამ დიდი იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ.

საქართველოს ტერიტორიაზე და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, ხარისხის მიხედვით, მანდარინი ერთ-ერთი თვალსაჩინო პროდუქტია სოფლის მეურნეობაში, რომელიც არ კარგავს მოთხოვნას, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში 22 800-ზე მეტი მეციტრუსეა. ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მოქმედებს ციტრუსის გადამამუშავებელი 25 საწარმო, სადაც ადგილობრივებს საშუალება ეძლევათ ადგილზე ჩააბარონ პროდუქტი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მეციტრუსეები წინა წლების მსგავსად წელსაც მიიღებენ სახელმწიფოსგან სუბსიდიას – 10 თეთრს თითო კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინში.

ამ დროისათვის დაახლოებით 1000 ტონამდე უკვე გატანილია ექსპორტზე. მიმღები ქვეყნებია: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი და ასევე ლატვია.

გაზეთ „ბათუმელებთან“ მიცემულ ინტერვიუში, აჭარის სუფლის მეურნეობის მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპის ბაზარზე კონკურენცია დიდია. „მიმდინარეობს მოლაპარაკება ბელარუსთან და შუა აზიის ქვეყნებთან. ისინი ითხოვენ გარკვეულ სტანდარტს. როდესაც ეს დეტალები დაზუსტდება, ჩვენ მაშინვე გავავრცელებთ ინფორმაციას ექსპორტიორებში“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

TOP 3 ქვეყანა, სადაც ქართული მანდარინი ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება

მისივე განმარტებით, კონკურენცია არის საკმაოდ მაღალი. არის ესპანეთისა და იტალიის ბაზრები, იქედან უფრო მარტივია გასვლა ევროპის ბაზრებზე. ასევე ლიდერობს ჩინეთი, მას შეუძლია მოამარაგოს ყველა ქვეყანა. მინისტრის აზრით, საქართველო ძირითადად ორიენტირებულია ტრადიციულ ბაზარზე.

წელს რეგიონში დაახლოებით 55 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალი უკვე აღებულია, თუმცა მანდარინის კრეფის სეზონი ჯერ დასრულებული არ არის.

საქართველოდან მანდარინის ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ რეგიონს, რომელიც ასევე ცნობილი იყო ციტრუსის მაღალი ხარისხით, ეს არის აფხაზეთი, თუმცა საქართველოს მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან მანდარინის ექსპორტის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ოკუპირებული რეგიონის სეპარატისტულ მთავრობა ფლობს და ამ ეტაპზე ციტრუსის მოსავალზე და რაოდენობაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები