LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მიფრინავენ ქუთაისიდან ყველაზე ხშირად – 5 ყველაზე პოპულარული მიმართულება

152
image

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებს აქვეყნებს და ტოპ 5 პოპულარულ ავიამიმართულებას ასახელებს, სადაც აღნიშნული აეროპორტიდან ყველაზე ხშირად მიფრინავენ.

აღმოჩნდა, რომ ქუთაისის აეროპორტიდან ყველაზე პოპულარული მიმართულება პოლონეთის დედაქალაქია. ვარშავა იმ TOP-5-ის სათავეშია, რომელსაც აეროპორტი, იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ასახელებს. ხუთეულში მოხვდა კიდევ ერთი პოლონური ქალაქი, კერძოდ – კატოვიცე. განსაკუთრებით მოთხოვნადია გერმანული ქალაქებიც.

მაშ ასე, ქუთაისიდან ყველაზე პოპულარული TOP-5 მიმართულების სია ასეთია:

ვარშავა

ბერლინი

ვენა

კატოვიცე

დორტმუნდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები