LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სად წავა ამდენი ბავშვი? იმ დედასთან, რომელიც მიწისქვეშაში წებოთი გათიშული წევს… უდიდესი შეცდომა დაუშვით” – ბესო ზანგური სასამართლოს განჩინებაზე

1102
besozanguri-2021-04-15-09-52-02-609900

საქალაქო სასამართლო ბავშვზე ზრუნვის სააგენტოს პირდაპირ ავალებს, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, უზრუნველყოს პანსიონში ჩარიცხული შშმ ბავშვების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა.

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

თუ შეიძლება, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ განჩინებას: მიტროპოლიტი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელზე, მსახიობი ბესო ზანგური ეხმაურება სოციალურ ქსელში.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“სად წავა ამდენი ბავშვი??იმ დედასთან, რომელიც მიწისქვეშაში წებოთი გათიშული წევს და უამრავჯერ ხელი ჰკრა და უარი თქვა მასზე????

იმ ოჯახში, სადაც არ ვიცით, ვინ დახვდება ???სად მიგყავთ, სად იტაცებთ ისედაც გულმოკლულ ბავშვებს????ადამიანების, რომლების ცხოვრებისა და სულიერი ნორმა გარყვნილებაა ,რომ არის წესი სოდომ გომორი მათ განათებულ გზაზე უკმაყოფილებთ სარჩელს და უშვებთ ბავშვებს????

რომელიმე არის ერთი მაინც აღმსარებელი ამ ადამიანებიდან????რომელიმე ერთი მაინც არის ნორმალური ტრადიციული მიმდინარეობის???

უდიდესი შეცდომა დაუშვით და სულ მალე ვნახავთ საინფორმაციოები დაიწყება ამ ბავშვებით…
სულ ესაა.

და ბოლოს, ვოიაჟი ამ მოცემულ დროში…შეყვარება შექსპირის…რახმანინოვის..ვაგნერის…გამეფება მალერის…ვერ გაგება ჯეიმს ჯოისის და არ შეყვარება გალაკტიონის ისევე როგორც მთვარის სონატის…შინაგანი ისტერიული პროტესტი ყველაფრის მიმართ…გაბნევა შვილებად და სიყვარული მსახურების დონემდე…შეგრძნობა სიგიჟის რომ იქ იმ ზონაში შესვლა სახიფათოა…სიცხადით გრძნობა სხვა სამყაროსი…მცირე ტელეპატია და ზურგშიც მოსისინე ქარები ბრიყვი ადამიანების…მუდმივად გრძნობა და აღქმა ფამილიარული სახეების და საქციელების…ძალიან დამღლელი აღმოჩნდა…და სიყვარულიც რომელიც პატარა სასაფლაოზე ჩაისახა მოურჩენელ ტკივილად მექცა…სიზმრებს რა ვუყო უკუღმართ სიზმრებს…ტკბილი ძილი.
შექსპირის მეფე ჯონი წაგიკითხავთ?არც გსმენიათ,აი მე კიდევ კი”- წერს ბესო ზანგური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები