LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადეზინფექციო სამუშოები გრძელდება – დედაქალაში წერეთლის გამზირი მოირეცხა

106
BeFunky-collage (2)

სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავება გრძელდება. ამჯერად, წერეთლის გამზირი მოირეცხა. სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფი” და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.

გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. დეზინფექცია პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს უკვე ჩაუტარდა.

 

 

“მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ სადეზინფეციო სამუშაოების ჩატარებას. კონკრეტული ქუჩები, რომელიც ხალხმრავალი ადგილებია იქნება დამუშავებული შესაბამისი ხსნარებით,” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

 

 

პოპულალურები