LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარლამენტს კორუფციის წინააღმდეგ სისტემური რეფორმის დაწყებისკენ მოუწოდებს

53
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

არასამთავრობო ორგანიზაცია – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მთავრობასა და პარლამენტის ახალ შემადგენლობას მოუწოდებს – დაიწყოს მუშაობა კორუფციის წინააღმდეგ სისტემურ და რეალურ რეფორმაზე, რაც დამოუკიდებელი, ანტიკორუფციული სააგენტოს ჩამოყალიბებასა და კორუფციის ცალკეული გამოვლინებების წინააღმდეგ, ქმედითი მექანიზმების შექმნას გულისხმობს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბოლო პერიოდში პოლიტიკური დისკუსიების დროს, ნეპოტიზმისა და კორუფციის საკითხები აქტუალური გახდა – განვითარებული მოვლენები კი, მათი შეფასებით, იმ სამწუხარო რეალობაზეც მიუთითებს, რომლის დროსაც,  კორუფციის პრობლემებზე პოლიტიკოსები მწვავედ მხოლოდ მაღალი თანამდებობების დატოვების შემდეგ საუბრობენ, რომლის პრევენცია და მასთან გამკლავება, სწორედ მათ მოვალეობას წარმოადგენდა.

„მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი და კრიტიკული მედია საშუალებები წლებია კორუფციის კონკრეტულ ფაქტებსა და ტენდენციებზე საუბრობენ, ისევე როგორც ამ პრობლემებთან ბრძოლის სისტემურ გზებზე, საქართველოს მთავრობის მხრიდან  კორუფციის წინააღმდეგ სისტემური ნაბიჯები არ გადადგმულა.

სამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიებში „ოცნების“ ყოფილი გუნდის წევრებზე გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ნეპოტიზმის ის შემთხვევები, რომლებიც საჯარო დისკუსიის საგანი ხდება, პრობლემის რეალურ მასშტაბთან შედარებით ზღვაში წვეთია,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

პოპულალურები