LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების დღეს ცესკო ეფექტურად მუშაობდა, გიორგი კალანდარიშვილს აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ: ალეკო ელისაშვილი

82
ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, არ აქვთ არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა დაუჭირონ მხარი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას.

როგორც ჟურნალისტებს ელისაშვილმა განუცხადა, კალნდარიშვილის მხარდაჭერაზე პარტიას პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს.

„არგუმენტი – რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი კლანდარიშვილს, არ გვაქვს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების დღეს, ცესკო მუშაობდა ორგანიზებულად და ეფექტურად. შესაბამისად, გიორგი კალანდარიშვილს აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ? – არგუმენტი რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, თუმცა, დავუჭერთ თუ არა, გადაწყვეტილი არ გვაქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობენ: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე, გიორგი შაიშმელაშვილი და გიორგი კალანდარიშვილი.