LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი უფლება და არჩევანია – აბაშიძე კარასინს პასუხობს

142
451FFB2A-2FB3-4334-95CD-7C539A59844F_cx7_cy14_cw83_w1023_r1_s

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია, – ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას.

საუბარია განცხადებაზე, რომელშიც კარასინი ამბობს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ქართულ-რუსული ურთიერთობებისთვის შესაძლოა, საფრთხე იყოს.

დამღუპველად იმოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე - კარასინი საქართველოს შესახებ პომპეოს განცხადებაზე

კარასინი ამბობს, რომ მიმდინარეობს მზადება ნატოს დეკემბრის სამიტისთვის.

როგორც აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რუსეთის მხრიდან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გასაკვირი არ არის.

აბაშიძის თქმით, რუსეთი ამ პოზიციის დასაფიქსირებლად ყველა ფორმატს იყენებს, თუმცა ეს საქართველოს სუვერენული არჩევანია.

„ეს ჩვენ ხშირად გვსმენია. ამას ყოველთვის ხაზს უსვამენ, ყველგან აფიქსირებენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას ნატო-ს მიმართ და ზოგადად, ჩვენი თანამშრომლობის მიმართ ალიანსთან. რუსეთის მხარე ამ საკითხს ყველგან აყენებს, სადაც აქვთ ამის საშუალება. ჩვენ ამ დისკუსიაში არ შევდივართ. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენი ფორმატით გათვალისწინებული. ეს ჩვენი სუვერენული უფლებაა, სუვერენული არჩევანი, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა. ჩვენ შემოვიფარგლებით ასეთი კომენტარით და დისკუსიაში ამ საკითხზე არ შევდივართ”,- განაცხადა აბაშიძემ.

ამასთან, აბაშიძის თქმით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე საუბარი პრაღაში შეხვედრის ფორმატით გათვალისწინებული არ იყო, თუმცა რუსეთმა ეს საკითხი მაინც დააყენა.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები